მე ვარ რუსუდან ჯანჯალაშვილი
ჩემი სახელია რუსუდანი. ვსწავლობ მესამე კლასში. ეს სახელი ბებიის საპატივცემულოდ დამარქვეს.ჩემი ბებია ძალიან კარგი ქალია. ჯერ ერთი იმიტომ ჩემი ბებიაა და ძალიან მიყვარს. მეორეც, მან ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი ჩემი მამიკო გაზარდა.
რუსუდანი სპარსული სახელია და “დღეგრძელს” ნიშნავს.
რუსუდანი ერქვა დემეტრე მეორეს ასულს, თამარ მეფის გამზრდელს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა იმდროინდელი სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. გიორგი მესამისა და თამარის დროს მის კარზე აღიზარდა თამარ მეფის მეორე ქმარი დავიტ სოსლანი.
რუსუდანი დაარქვა თამარ მეფემ თავის ასულსაც, რომელიც მეფობდა 1223-45 წლებში. რუსუდანს ქმრად მოუყვანია რუმის სულთნის დოღრულ-შაჰის ძე, მოღის ელ-დინი, რომელიც წინასწარ გაქრისტიანდა. რუსუდანი სუსტი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. 1225წელს, როდესაც ჯალალედინმა თბილისი აიღო და თბილისს მოადგა, რუსუდანის სამეფო განძი სვანეთში გადამალეს, სადაც დღემდე ინახება განძის ნაწილი. ხვარაზმელებმა გაწყვიტეს ქალაქის ქრისტიანი მოსახლეობა და დიდძალი ქონება იგდეს ხელთ. არსებობს საქართველოს მეფის რუსუდანის სახელით მოჭრილი მონეტები, რომლებზეც ასომთავრულით გამოსახულია რუსუდანის დაქარაგმებული სახელი.
რუსუდანი ჰქვია ცნობილ ქართველ კომპოზიტორს რუსუდან სეფისკვერაძეს, რომლის სიმღერებიც ასე ძალიან გვიყვარს ბავშვებს.
მინახავს ცნობილი მხატვრის რუსუდან ნაფეტვარიძის ნახატები.
კიდევ ბევრი რუსუდანი ჰყოლია საქართველოს, ბევრიც ეყოლება და მათ შორის ერთერთი ვარ მეც-რუსუდან ჯანჯალაშვილი.