
მე ვარ რუსუდან ჯანჯალაშვილი
ჩემი სახელია რუსუდანი. ვსწავლობ მესამე კლასში. ეს სახელი ბებიის საპატივცემულოდ დამარქვეს.ჩემი ბებია ძალიან კარგი ქალია. ჯერ ერთი იმიტომ ჩემი ბებიაა და ძალიან მიყვარს. მეორეც, მან ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი ჩემი მამიკო გაზარდა.
რუსუდანი სპარსული სახელია და “დღეგრძელს” ნიშნავს.
რუსუდანი ერქვა დემეტრე მეორეს ასულს, თამარ მეფის გამზრდელს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა იმდროინდელი სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. გიორგი მესამისა და თამარის დროს მის კარზე აღიზარდა თამარ მეფის მეორე ქმარი დავიტ სოსლანი.
რუსუდანი დაარქვა თამარ მეფემ თავის ასულსაც,

რუსუდანი ჰქვია ცნობილ ქართველ კომპოზიტორს რუსუდან სეფისკვერაძეს, რომლის სიმღერებიც ასე ძალიან გვიყვარს ბავშვებს.
მინახავს ცნობილი მხატვრის რუსუდან ნაფეტვარიძის ნახატები.
კიდევ ბევრი რუსუდანი ჰყოლია საქართველოს, ბევრიც ეყოლება და მათ შორის ერთერთი ვარ მეც-რუსუდან ჯანჯალაშვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий